ფეხბურთი

0:18 | 1.06.2024 | ნანახია [] - ჯერ

ზურიკო დავითაშვილი: "უფრო მშვიდად ვართ, ნერვიულობა ნაკლებია"
საქართველოს ნაკრები ისევ 14 ფეხბურთელით ემზადება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს.

31 მაისს, ვილი სანიოლის გუნდმა ავსტრიულ შეკრებაზე მესამე ვარჯიში გამართა: საწვრთნელ პროცესში კვლავ 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე.

მოსამზადებელი ეტაპის მიმდინარეობის შესახებ საქართველოს ნაკრების შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ისაუბრა.

ზურიკო დავითაშვილი (საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი): "ვემზადებით ჯერჯერობით არასრული შემადგენლობით, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი შემოგვიერთდება საკლუბო მატჩების შემდეგ. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პროცესს განსხვავებული ემოციები აქვს. უფრო მშვიდად ვართ, ნერვიულობა ნაკლებია. ჩემი აზრით, ავსტრიაში კარგი მოსამზადებელი შეკრება გამოგვივა და შესაბამისი შედეგი უნდა ვაჩვენოთ. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ მონაწილეობის მისაღებად არ მივემგზავრებით. შედეგი გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".

ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ საწვრთნელ შეკრებაზე 26 ფეხბურთელია გამოძახებული.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

მცველები: საბა კვირკველია (ალ ოხდუდი, საუდის არაბეთი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი)

ნახევარმცველები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე F ჯგუფში თურქეთის (18 ივნისი, დორტმუნდი), ჩეხეთისა (22 ივნისი, ჰამბურგი) და პორტუგალიის (26 ივნისი, გელზენკირხენი) წინააღმდეგ ითამაშებს.

0.129187