„არსენალის" ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელ პეტიმ „მეთოფეების" მიმდინარე სეზონი შეაფასა.“
„ძალიან კმაყოფილი ვარ არტეტას მუშაობით და მისი სეზონით, მიუხედავად იმისა, რომ ტიტული ბოლო ტურში დაკარგა.
ვერ შევადარებ ჩვენს თაობებს, რადგან მაშინ უნდა შევადარო ყველაფერი, რაც შესაძლებელია. მაგალითად, ეს „არსენალი“ გაახსენდება ვინმეს 10 წელიწადში? ხშირად არიან „ლამაზი ხელმოცარულები" და ეს „არსენალი“ „კარგი“ დამარცხებულია. თუმცა, მირჩევნია, ისინი „კარგი“ გამარჯვებულები იყვნენ.
მაგალითი: „სიტი,“ რომელმაც ახლახან მოიგო მეოთხე ტიტული ოთხი სეზონის განმავლობაში. ეს მოვლენა ისტორიულია. ჩვენ მათ გავიხსენებთ, როგორც ალბათ საუკეთესო გუნდს, რომელიც პრემიერლიგას ოდესმე ჰყოლია. ასე რომ, 20, 30, 50 წელიწადში ხალხი მათ ამ მიღწევით გაიხსენებს.
მიუხედავად იმისა, რომ „არსენალს“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, ვწუხვარ, მაგრამ 10 წლის შემდეგ ისინი აღარავის ემახსოვრება“, - ციტირებს პეტის სიტყვებს GFFN.
შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის ბოლოს „არსენალმა“ მეორე ადგილი დაიკავა, „მანჩესტერ სიტის“ ორი ქულით ჩამორჩა.