მადრიდის „რეალის" შემტევმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის მოლოდინი გაუზიარა ჟურნალისტებს. გადამწყვეტ მატჩში „ლოს ბლანკოსი" დორტმუნდის „ბორუსიას" დაუპირისპირდება. შეხვედრა ხვალ, 1 ივნისს გაიმართება „უემბლის“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.
„დარწმუნებული ვარ, ეს არ იქნება მშვიდი მატჩი. ყველას ჰგონია, რომ ფავორიტები ვართ, მაგრამ ასე არ არის. ვფიქრობ, შანსები 50/50-ზეა. „ბორუსია“ დიდებული გუნდია, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე”, - ციტირებს მოდრიჩის სიტყვებს AS.