ფეხბურთი

17:24 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლაუტარო მარტინესი კარიერას „ინტერში“ გააგრძელებს

ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „ინტერის“ თავდამსხმელმა, ლაუტარო მარტინრსმა, კლუბთან 2029 წლამდე კონტრაქტის გაგრძელების შეთავაზება მიიღო.

ლაუტაროს ხელფასი წელიწადში 9 მილიონი ევრო გახლავთ, პლუს ბონუსები.

მარტინესი „ინტერში“ 2018 წლის ზაფხულში არგენტინული „რასინგიდან“ გადავიდა. ჯამში მან იტალიურ კლუბში 282 მატჩი ჩაატარა, 129 ბურთი გაიტანა და 43 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ახლადდამთავრებულ სერია A-ს სეზონში ის 24 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115447