ფეხბურთი

11:04 | 31.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ედინსონ კავანიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ედინსონ კავანიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ 37 წლის ფეხბურთელმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

კავანი ურუგვაის ნაკრებში 2008 წლიდან თამაშობდა და 136 მატჩში 58 გოლის გატანა მოახერხა. „მატადორი“ ურუგვაის ნაკრების ყველა დროის ბომბარდირებში მეორე ადგილზეა და მხოლოდ ლუის სუარესს ჩამორჩება (10 გოლით).

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანი ამჟამად „ბოკა ხუნიორსის“ ღირსებას იცავს, ხოლო კარიერის განმავლობაში „დანუბიოს“, „პალერმოს“, „ნაპოლის“, „პარი სენ-ჟერმენის“, „მანჩესტერის“ და „ვალენსიას“ შემადგენლობაში თამაშობდა.

0.119301