შაბათ-კვირას „ხვამლი არენაზე“ 7-კაცა რაგბიში თბილისის ღია ტურნირი გაიმართება, რომელშიც 16 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.
მონაწილე გუნდებიდან 4 დიდი 10-იდანაა (ლელო, ყოჩები, ბათუმი, ყაზბეგი), 7 პირველ ლიგას წარმოადგენს (გორი, ლოკომოტივი, დინოზავრი, ვეფხვები, არმია, იუნკერები, ტაო), 5 კი რეგიონულ ლიგას (ჭადარი, გარდასახვა, კოლხი რაინდები, წიქარა, არაგველები).
გუნდები 4 ჯგუფში არიან განაწილებული და თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე თასის მეოთხედფინალში გადის, დანარჩენები კი მე-9 ადგილისთვის აგრძელებენ ბრძოლას. 1 ივნისს ჯგუფური ეტაპის შეხვედრებია, 2 ივნისს კი ფლეი ოფები და ფინალები.
თამაშები ორივე დღეს 11 საათზე დაიწყება და 16 საათამდე გაგრძელდება.
შარშან ტურნირის გამარჯვებული ‘აკადემია’ გახდა.
ა ჯგუფი
ლელო, გორი, ლოკომოტივი, ჭადარი
ბ ჯგუფი
ყოჩები, დინოზავრი, ვეფხვები, გარდასახვა
გ ჯგუფი
ბათუმი, არმია, იუნკერები, კოლხი რაინდები
დ ჯგუფი
ყაზბეგი, ტაო, წიქარა, არაგველები
RUGBY.GE