ფეხბურთი

15:37 | 30.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბორუსიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვაცკემ „დორტმუნდი“ მადრიდის „რეალს“ შეადარა

დორტმუნდის „ბორუსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ გერმანული კლუბი მადრიდის „რეალს“ შეადარა, რომელიც ჩემპიონთა ლიგის 2023/2024 წლების ფინალში მათი მეტოქეა.

„კლუბში 200 თანამშრომლით და 100 მილიონი ევროს ბრუნვით მოვედი. დღეს ჩვენთან 1000 ადამიანია დასაქმებული და ვიღებთ 500 მილიონ ევროს, პლუს მოგებას ტრანსფერებიდან. მართალია, „რეალმაც“ განიცადა რამდენიმე შოკი თავის ისტორიაში, მაგრამ ის ჩვენსავით უფსკრულში არ ჩავარდნილა, არ აღმდგარა და ისევ მწვერვალზე ასულა“, - ციტირებს ვაცკეს სიტყვებს ესპანური ონლაინ გამოცემა AS.

შეგახსენებთ, რომ 2023/2024 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალი შაბათს, 1 ივნისს გაიმართება ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.062843