„რომას" ყოფილმა ფეხბურთელმა, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა, ფრანჩესკო გრაციანიმ დადებითად შეაფასა ინფორმაცია, ანტონიო კონტეს „ნაპოლიში" შესაძლო მისვლის შესახებ. მას მიაჩნია, რომ მწვრთნელს ასეთი სამუშაოსთვის იდეალური ხასიათი აქვს.
„კონტეს შეუძლია მკვდარი ფეხბურთელებიც კი გააცოცხლოს. „ნაპოლი“ კარგ ნაბიჯს გადადგამს, თუ კონტე დათანხმდება. თუმცა მწვრთნელი არ მოითმენს მის საქმეში ჩარევას. დე ლაურენტისს ურჩევნია პრეზიდენტი იყოს და გასახდელის ამბებში არ ჩაერიოს“, - ციტირებს გრაციანის სიტყვებს pianetamilan.it.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 54 წლის იტალიელი ნეაპოლელებს კონტრაქტის პირობებზე შეუთანხმდა.
კონტეს ბოლო კლუბი „ტოტენჰემი“ იყო, რომელიც მან შარშან მარტში დატოვა.