ფეხბურთი

11:38 | 30.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის დუბლი ლიონელ მესის "ინტერ მაიამისთან" (+VIDEO)

ამერიკული MLS-ში საბა ლობჟანიძეს „ინტერ მაიამისთან“ ფანტასტიკური თამაში ჰქონდა. „ატლანტა იუნაიტედის“ ქართველმა შემტევმა დუბლი შეასრულა.

მან ანგარიში 44-ე წუთზე ულამაზესი გოლით გახსნა, ხოლო 58-ე წუთზე შორი მანძილიდან კიდევ ერთხელ დაარტყა ზუსტად და დუბლი გაიფორმა. სამ წუთში ლიონელ მესიმ შეამცირა სხვაობა, მაგრამ „ატლანტამ“ საბოლოოდ 3:1 მოიგო. საბა მოედანზე 74-ე წუთამდე იყო.

29 წლის შემტევს MLS-ის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი, ორჯერ კი, საგოლე პასი მიითვალა.

„ატლანტა იუნაიტედი“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 16 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 2 ივნისს, „შარლოტს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122265