გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა ისაუბრა იმაზე, თუ ვინ იქნება საშინაო ევროპის ჩემპიონატზე ბუნდესნაკრების მთავარი მეკარე.
„ტერ შტეგენს ვუთხარი, მოხარული ვარ, რომ მსოფლიო დონის მეორე მეკარე გვყავს. მთავარი კი მანუელ ნოიერი იქნება“, - განაცხადა ნაგელსმანმა პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, მრავალი წლის განმავლობაში ტერ შტეგენი ნოიერის შემცვლელი გახლდათ. მაგრამ „ბაიერნის“ მეკარის ტრავმის გამო კატალონიური „ბარსელონას“ კარის დარაჯი გერმანიის ნაკრების წინა მწვრთნელის ჰანს-დიტერ ფლიკის პირველი არჩევანი იყო.