ფეხბურთი

19:27 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნის" მწვრთნელად ვენსან კომპანი დაინიშნა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარ მწვრთნელად ვენსან კომპანი დაინიშნა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ბელგიელმა სპეციალისტმა გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. კომპანიმ თომას ტუხელი შეცვალა და ის „რეკორდმაისტერში“ პეპ გვარდიოლას რეკომენდაციით დანიშნეს.

ვენსან კომპანი 2022-2024 წლებში „ბარნლის“ მწვრთნელი იყო, რომელიც ჯერ ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა, მაგრამ იქ გუნდს ადგილი ვერ შეანარჩუნებინა. მანამდე ის ბრიუსელის „ანდერლეხტში“ მუშაობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113659