ფეხბურთი

16:21 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელად ჰანსი ფლიკი დაინიშნა

„ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად ჰანს-დიტერ ფლიკი დაინიშნა. ინფორმაცია ესპანური გრანდის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა.

გერმანელმა სპეციალისტმა „ბარსაში“ ჩავი შეცვალა და კლუბთან კონტრაქტი 2026 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

ჰანსი ფლიკი ბოლოს გერმანიის ნაკრებში მუშაობდა, თუმცა წარუმატებლად, მანამდე „ბაიერნის“ და „ჰოფენჰაიმის“ თავკაცი იყო. ყველაზე დიდ წარმატებას სწორედ „ბაიერნში“ მიაღწია, რომელსაც ორჯერ ბუნდესლიგა, თითოჯერ გერმანიის თასი, გერმანიის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოაგებინა.

ფლიკი წლების განმავლობაში გერმანიის ნაკრებში იოაჰიმ ლიოვის სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118018