ფეხბურთი

14:00 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მატჩების ყურება "მიხეილ მესხის" სტადიონზე იქნება შესაძლებელი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარს საშუალებას აძლევს 18, 22 და 26 ივნისს საქართველოს ნაკრების მატჩებს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ტრიბუნიდან უყუროს.

საჯარო ჩვენება თბილისის მერიის ხელშეწყობითა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის გენერალური სპონსორის, კრისტალბეთის ორგანიზებით იმართება.

მაყურებელს, პირდაპირი რეპორტაჟის ნახვა, მინდორზე ყველა კუთხეში დამონტაჟებული ეკრანების საშუალებით შეეძლებათ. ეროვნული გუნდის ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ექსკლუზიურად საქართველოს პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მოდი მეგობრებთან ერთად და ჩაერთე კოკა კოლას და საქართველოს ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში.

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს საკვები ობიექტები და ნაკრების ახალი ოფიციალური მაღაზია, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენას შეძლებთ.

GFF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114887