სხვა

13:20 | 29.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა

ჭაბუკ ძალოსანთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. 17-წლამდე ეროვნულ გუნდს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა პერუში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია. მათ პლანეტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი მოიპოვეს.

გარდა ამისა საუკეთესოთა შორის მოხვდნენ მედლების რაოდენობითაც. საქართველოს ნაკრები 8 მედლით მესამე ადგილზე გავიდა.

ირაკლი ვეკუამ მსოფლიო ჩემპიონობა 3 ოქროს მედლით იზეიმა და აკვრაში საქართველოს რეკორდიც დაამყარა. გივი დარსაველიძემ ატაცში ბრინჯაოს მედლით მსოფლიო პრიზიორის ტიტული მიიღო.

ლუკა სილაგაძემ ატაცსა და აკვრაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ხოლო ჯაბა ტყეშელაშვილმა ატაცში ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს რეკორდის დამყარებაც შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1194