ფეხბურთი

22:59 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

რუმენიგე: "გვარდიოლაც დაგვეხმარა, კომპანი "ბაიერნის" მწვრთნელი გახდება"

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ვენსან კომპანი რომ გახდება, ეს ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემაც დაადასტურა. როგორც მან თქვა, რჩევა პეპ გვარდიოლას ჰკითხეს.

„ჩვენმა სპორტულმა დირექტორმა კომპანი აირჩია. ჯერ ოფიციალური ისევ არ არის, მაგრამ დეტალებზე ვმუშაობთ, დარწმუნებული ვარ, რომ ის მოვა. გვარდიოლასთანაც ვისაუბრეთ მასზე, რომელმაც მხოლოდ დადებითი სიტყვები გვითხრა, პეპი დაგვეხმარა“, - თქვა რუმენიგემ.

ვენსან კომპანი, რომელსაც აქამდე „ანდერლეხტსა“ და „ბარნლიში“ აქვს ნამუშევარი, „ბაიერნთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115763