ფეხბურთი

14:18 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულს“ „ატალანტას“ ნახევარმცველის შეძენა სურს

„ატალანტას“ ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ედერსონმა, შესაძლოა კარიერა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს - წერს Tuttosport.

წყაროს ცნობით, „ლივერპული“ 24 წლის ბრაზილიელის შეძენით დაინტერესდა. მერსისაიდელებს ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას ნახევარდაცვის გასაძლიერებლად სჭირდებათ.

ედერსონი „ატალანტაში“ 2022 წლის ივლისიდან თამაშობს. 2023/24 წლების სეზონში მან გუნდში 52 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, 7 ბურთი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ახლახან მან ბერგამოელებთან ერთად ევროპა ლიგა მოიგო. კლუბთან მისი კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

0.118468