ფეხბურთი

12:20 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი უარს იტყვის „ბარსელონადან“ დათხოვნის კომპენსაციაზე

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ჩავი უარს იტყვის კლუბიდან გათავისუფლების კომპენსაციაზე - წერს ონლაინ გამოცემა As.

წყაროს ცნობით, კატალონიელ სპეციალისტთან ხელშეკრულება დღეს, 28 მაისს გაწყდება. „ბარსელონა“ დაახლოებით 12 მილიონ ევროს დაზოგავს ამ ნაბიჯის წყალობით. თუმცა ჩავი დარწმუნებულია, რომ „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობა ვალდებულია სამწვრთნელო შტაბის რვა წევრს გადაუხადოს სრული ანაზღაურება თანამდებობიდან გათავისუფლებისთვის, რომლის ოდენობაც 3 მილიონ ევროს უახლოვდება.

24 მაისს კლუბის პრესსამსახურმა მიმდინარე სეზონის ბოლოს ჩავის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გათავისუფლების შესახებ გამოაცხადა. სპეციალისტი კლუბს 2021 წლიდან ხელმძღვანელობდა და გუნდთან ერთად ორი ტიტული მოიგო - ესპანეთის ჩემპიონატი და ეროვნული სუპერთასი.

ოთხშაბათს, 29 მაისს, „ბაიერნის“ ყოფილი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი ოფიციალურად გააფორმებს კონტრაქტს „ბარსელონასთან.“

0.109094