ფეხბურთი

11:54 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტებასი სუპერლიგაზე: „პერესის მიზანია ევროპული ფეხბურთი დიდმა კლუბებმა მართონ“

ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა მადრიდის „რეალისა" და კლუბის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის სასარგებლოდ ისაუბრა სუპერლიგის საქმეზე სასამართლოში ნაწილობრივი გამარჯვების შემდეგ.

„როდესაც ვინმეს უნდა შენს სახლში შეჭრა, მასთან მოლაპარაკებას არ დაიწყებ. ფლორენტინო პერესის მიზანია ევროპული ფეხბურთი დიდმა, უმდიდრესმა და ყველაზე მეტი აქტივის მქონე კლუბებმა მართონ. დანარჩენები კი მხოლოდ ვასალები არიან, რომლებიც კმაყოფილი უნდა იყვნენ იმით, რაც მათ ეძლევათ.

განსხვავებები, რაც მე მაქვს ფლორენტინოსთან, არის პროფესიონალური ფეხბურთის ორი სრულიად საპირისპირო მოდელი, როგორც ეროვნულ, ისე ევროპულ დონეზე. მათთან კომპრომისი არ არის, ისინი ან ფერადკანიანები არიან ან თეთრები. ნაცრისფერი ტონები არ არსებობს“, - ციტირებს ტებასის სიტყვებს AS.

27 მაისს მადრიდის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ევროპის სუპერლიგის სარჩელი უეფასა და ფიფას წინააღმდეგ, რომელშიც ლიგა მათ დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებასა და ბაზარზე თავისუფალი კონკურენციის შეფერხებაში ადანაშაულებს.

ეს გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკავშირის იუსტიციის სასამართლოს 2023 წლის დეკემბერში გამოტანილ გადაწყვეტილებას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.125437