ფეხბურთი

10:23 | 28.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის მწვრთნელი: „დიდი სიურპრიზი იქნება, თუ ვინისიუსი „ოქროს ბურთს“ არ მოიგებს“

ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დორივალ ჟუნიორი მიიჩნევს, რომ „ოქროს ბურთის“ შემდეგი მფლობელი მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ვინისიუსი უნდა გახდეს.

„დიდი სიურპრიზი იქნება, თუ ვინისიუსი არ მოიგებს „ოქროს ბურთს" ყველაფრის შემდეგ, რაც მან გააკეთა ამ სეზონში", - ციტირებს AS „სელესაოს“ 62 წლის მწვრთნელის სიტყვებს.

ვინისიუსმა მიმდინარე სეზონში 38 მატჩში 23 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბმა მოიგო ესპანეთის სუპერთასი, გახდა ქვეყნის ჩემპიონი და პრეტენზია აქვს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. 1 ივნისს მადრიდელები ფინალში „უემბლიზე“ დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდებიან.

მანამდე Goal-მა, რომელიც ფეხბურთისადმი მიძღვნილი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინფორმაციო საიტია, 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელის - „ოქროს ბურთის“ ჯილდოს 20 კანდიდატის რეიტინგი შეადგინა. ამ ონლაინ რესურსის მიხედვით, „ოქროს ბურთის“ მოგების ყველაზე დიდი შანსი სწორედ ვინისიუსს აქვს.

თეგებივინისიუსი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117028