ფეხბურთი

15:50 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მამარდაშვილი "ვალენსიაში" 100 მატჩზე: "ეს მხოლოდ დასაწყისია"
ქართველმა მეკარემ 100 თამაში სამ სეზონში ჩაატარა

„ვალენსიაში“ გიორგი მამარდაშვილმა მე-100 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და ამ მიღწევას ის სოციალურ ქსელში მცირე წერილით გამოეხმაურა.

ქართველმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ამ პერიოდში დაეხმარა და დაწერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია:

„გუშინ ამ მაისურით მე-100 მატჩი ჩავატარე და ძალიან ვამაყობ. ამ კლუბის ღირსების დაცვა ამ 3 წლის განმავლობაში პატივი და პრივილეგია იყო. ყოველი წუთი მოედანზე, ყოველი ვარჯიში და ყოველი გამოწვევა, ამად ღირდა. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა და აქ მოხვედრაში დამეხმარა: თანაგუნდელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს. ეს მხოლოდ დასაწყისია, მოდი, უფრო წინ წავიდეთ“, - დაწერა მამარდაშვილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს. მას „ნიუკასლ იუნაიტედს“ აქტიურად უკავშირებენ და შეიძლება კლუბი ზაფხულში დატოვოს. თუმცა, ფრაზა - „ეს მხოლოდ დასაწყისია“, „ვალენსიას“ გულშემატკივრებში აჩენს იმედს, რომ ის „ლოს ჩეს“ რიგებში დარჩება.

0.113883