ფეხბურთი

0:15 | 27.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

კალცონა: "ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ გუნდი მენტალურად დამძიმდა"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ სეზონის ბოლო მატჩში „ლეჩესთან“ ფრის (0:0) შემდეგ ისაუბრა.

როგორც მან თქვა, ვერ მოახერხა გუნდისთვის იმ იდეების გადაცემა, რაც ჰქონდა და მისი მოლოდინი არ გამართლდა.

„თამაში კარგად მოვამზადეთ, მაგრამ სამწუხაროდ საგოლე მომენტები ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე გუნდისთვის იმის გადაცემა, რაც მსურს. „ნაპოლიში“ ფულის გამო არ მოვსულვარ, არამედ ვნების გამო, რაც ამ ქალაქშია, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც ველოდი.

ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნამ გუნდზე იმოქმედა სეზონის ბოლო ნაწილში, მათი ფსიქოლოგიური ასპექტი დამძიმდა. ამ გუნდში არის ხარისხი და შესაძლოა, ეს მომდევნო სეზონში რეალურად აჩვენონ. ვცდილობდი მოვრგებოდი ფეხბურთელების თვისებებს, ყველაფერს ცდილობდით, მაგრამ არ იყო კარგი სეზონი და არავისთვის ყოფილა ადვილი“, - თქვა კალცონამ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ სეზონი 53 ქულით მე-10 ადგილზე დაასრულა და 2009-2010 წლების სეზონის შემდეგ პირველად ევროტურნირებზე ვერ ითამაშებს.

0.11988