ფეხბურთი

15:31 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკო" ბენ იედერმა დატოვა: შემცვლელებს შორის მიქაუტაძეც დასახელდა

„მონაკო“ ვისამ ბენ იადერმა დატოვა. ინფორმაცია „მონეგასკების“ ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

ბენ იედერს კონტრაქტი ამოეწურა, რომელიც მხარეებს შორის არ გახანგრძლივდება. ფრანგმა ფეხბურთელმა 2019 წლიდან „მონაკოს“ რიგებში 201 მატჩში 118 გოლი გაიტანა.

ფრანგული მედიის ცნობით. ბენ იედერის შემცვლელად „მონაკო“ გიორგი მიქაუტაძეს განიხილავს. ცნობილია, რომ კლუბის სპორტული დირექტორი ქართველ ფორვარდს უკვე შეხვდა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, რადგან მონეგასკთა სიაში სხვებიც არიან.

როგორც ცნობილი გახდა, „მონაკოს“ ხელმძღვანელობა „ჩელსიდან“ არმანდო ბროიას და ასევე, „ზალცბურგის“ თავდამსხმელის, კარიმ კონატეს ვარიანტებსაც განიხილავს.

„მონაკომ“ ლიგა 1-ში მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121872