ფეხბურთი

0:06 | 26.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ლევერკუზენმა" გერმანიის თასი მოიგო

„ლევერკუზენმა“ ევროპა ლიგის ფინალში მძიმე მარცხი მალევე დაივიწყა და დიდებული სეზონი დიდებულად დაასრულა, რადგან გერმანიის თასი მოიგო.

ჩაბი ალონსოს გუნდი ფინალში აშკარა ფავორიტი იყო, რადგან მეორე ბუნდესლიგის ბინადარ „კაიზერსლაუტერნს“ ხვდებოდა, რომელიც გარდა იმისა, რომ ქვედა ლიგაშია, იქიდანაც გავარდნას გაჭირვებით გადაურჩა.

„ლევერკუზენმა“ 1:0 გაიმარჯვა. ეს ერთადერთი გოლი დასაწყისშივე, მე-16 წუთზე გრანიტ ჯაკამ გაიტანა. შვეიცარიელმა შორი მანძილიდან გაისროლა და ძალიან ეფექტური გოლი გამოუვიდა.

44-ე წუთზე ოდილონ კოსუნუ გააძევეს, რის გამოც „ფარმაცევტებმა“ მთელი მეორე ტაიმი რიცხობრივ უმცირესობაში ითამაშეს, მაგრამ „კაიზერმა“ ამით საერთოდ ვერ ისარგებლა და ალონსოს ბიჭებმა ძალიან, ძალიან მშვიდად მოიგეს.

„ლევერკუზენმა“ 2023-2024 წლების სეზონი დუბლით დაასრულა, გახდა რა, გერმანიის ჩემპიონი და გერმანიის თასიც არავის დაუთმო. „ბაიერმა“ 31-წლიანი პაუზის შემდეგ და ისტორიაში მეორედ მოიგო გერმანიის თასი.

0.125721