ფეხბურთი

21:53 | 25.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ უპასუხა კითხვას, ჰქონდა თუ არა კონფლიქტი კლუბის პრეზიდენტთან

„ბარსელონას" უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ უპასუხა კითხვას, უკავშირდება თუ არა კატალონიური კლუბიდან მისი გათავისუფლება პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასთან კონფლიქტს, რაზეც მედია ადრე წერდა.

„არა, პრეზიდენტისა და სპორტული დირექტორების მადლიერი ვარ. მათთან არანაირი პრობლემა არ მქონია. გუნდური მოთამაშე ვარ, კლუბის გულშემატკივარი და საქმის საჭიროებისთვის მზად ვარ ყველა პრობლემას შევეგუო“, - ციტირებს ჩავის სიტყვებს Sport.es.

შეგახსენებთ, რომ ადრე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ გადაწყვიტა ჩავის გათავისუფლება გუნდის გაძლიერების შესახებ სპეციალისტის მზარდი მოთხოვნის გამო, ასევე ესპანელი მწვრთნელის საჯარო განცხადების შემდეგ, ფინანსური სიძნელეების მიზეზით არცთუ ნათელი მომავლის შესახებ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111902