ფეხბურთი

11:39 | 25.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "კროოსის შეცვლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ "რეალს" რესურსი აქვს"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

იტალიელმა სპეციალისტმა ილაპარაკა ტონი კროოსზე, გარდა ამისა, გამორიცხა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორელინ ჩუამენის თამაშის შესაძლებლობა.

„ჩუამენი ფინალში ვერ ვერ ითამაშებს. ვფიქრობ, ევროპის ჩემპიონატისთვის გამოჯანმრთელდება. 10 წლის წინ „ატლეტიკოსთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი? კარგად მახსოვს. სწორედ მაშინ დაიწყო ამ თაობამ ტიტულების მოგება. ბევრი ისევ აგრძელებს ტიტულების მოგებას, მაგრამ ახალგაზრდებიც გვყავს. თუმცა, ყველაფერი იმ დღიდან დაიწყო.

ვინ მოიგებს ოქროს ბურთს? არ ვიცი. ჩემპიონთა ლიგას თუ მოვიგებთ, „რეალის“ ფეხბურთელებს უფრო მეტი შანსი ექნებათ, მაგრამ ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არაა.

კროოსი? ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ლეგენდებმა თავისი მომავალი უნდა აირჩიონ. ტონიმ მიიღო ეს გადაწყვეტილება და მას პატივი უნდა ვცეთ. საუკეთესოდ უნდა დავემშვიდობოთ. მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, ეს არის თამამი კაცის გადაწყვეტილება. კროოსის შეცვლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ამ გუნდს ახალგაზრდებში აქვს რესურსი, რომ ეს გააკეთოს და გააგრძელოს ის გზა, რომელსაც ბოლო 10 წელია მიჰყვება“, - თქვა ანჩელოტიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112457