ფეხბურთი

16:17 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ჩავი "ბარსელონადან" დაითხოვეს

„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი, ჩავი დაკავებული თანამდებობიდან დაითხოვეს. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ 44 წლის სპეციალისტს გადაწყვეტილების შესახებ დღეს აცნობა, შესაბამისად, ჩავი „ბარსელონას“ ბოლოჯერ „სევილიასთან“ უხელმძღვანელებს.

დიდი ალბათობით, მას „ბარსელონაში“ ჰანს-დიტერ ფლიკი შეცვლის, რომელთანაც შეთანხმება უკვე მიღწეულია. კლუბმა ჩავის მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ახალი მწვრთნელის შესახებ უახლოეს დღეებში გააკეთებენ განცხადებას.

ჩავი „ბარსელონას“ 2021 წლის შემოდგომიდან ედგა სათავეში და 2023 წელს, ესპანეთის ჩემპიონატი და სუპერთასი მოაგებინა. მისი ხელმძღვანელობით „ბარსამ“ სულ 141 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 88 მოიგო, 29 წააგო და 24-ჯერ ფრე ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108743