დონეცკის „შახტარის“ მცველი ირაკლი აზაროვი შესაძლოა გლაზგოს „სელტიკში“ გადავიდეს.
როგორც Inside Celtic იტყობინება, შოტლანდიური გრანდის ხელმძღვანელობა „შახტარს“ უკვე დაუკავშირდა 22 წლის ქართველი მცველის ტრანსფერზე. უკრაინული კლუბი იმედოვნებს, რომ აზაროვის სანაცვლოდ 5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.
ირაკლი აზაროვმა „შახტარის“ მაისურით აწ დასრულებულ სეზონში 32 მატჩში 4 საგოლე პასი მიითვალა, მოიგო უკრაინის ჩემპიონატი და თასიც. მანამდე ის „ცრვენა ზვეზდას“ და „დინამო ბათუმის“ რიგებში თამაშობდა.
„სელტიკმა“ შოტლანდიის ჩემპიონატის მოგება მოახერხა და დუბლის შანსიც აქვს, რადგან შოტლანდიის თასის ფინალში „რეინჯერსის“ წინააღმდეგ უნდა ითამაშოს.