ფეხბურთი

14:03 | 24.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ოლივიე ჟირუ ევრო 2024-ის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებში აღარ ითამაშებს

ოლივიე ჟირუ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერას დაასრულებს. ამის შესახებ ვეტერანმა ფორვარდმა L’Equipe-ს უთხრა.

„ეს იქნება ჩემი ბოლო ტურნირი საფრანგეთის ნაკრებში. ცხადია, ძალიან მომენატრება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა დასრულება სწორია, ადგილი ახალგაზრდებს უნდა დავუთმო“, - თქვა ჟირუმ.

ოლივიე ჟირუ საფრანგეთის ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია. მან 2011 წლიდან დღემდე 131 მატჩში 57 გოლი გაიტანა. ჟირუ ზაფხულში კლუბსაც შეიცვლის და „მილანიდან“ „ლოს ანჯელესში“ გადაბარგდება.

0.114335