ფეხბურთი

20:32 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტეო ერნანდესი შეიძლება "ბაიერნში" გადავიდეს

საფრანგეთის ნაკრებისა და „მილანის“ მცველი ტეო ერნანდესი სავარაუდოდ, კარიერას „ბაიერნში“ გააგრძელებს.

როგორც ესპანური Marca წერს, ტრანსფერის შანსი ძალიან მაღალია და თუ გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდა, ფრანგი გერმანულ გუნდს შეუერთდება.

ტეომ „ბაიერნში“ ალფონსო დევისი უნდა შეცვალოს, რომელიც კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ ტეო ერნანდესი 2019 წლიდან „მილანში“ წლიდან თამაშობს 212 მატჩში 29 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 39-ჯერ საგოლე პასი გააკეთა. მანამდე ის „ატლეტიკოს“, „რეალის“, „სოსიედადის“ და „ალავესის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114235