ძიუდო

15:56 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გურამ თუშიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში გურამ თუშიშვილი ფინალშია და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულამდე ერთადერთი ნაბიჯი აშორებს.

+100 კგ წონით კატეგორიაში თუშიშვილმა ალჟირელი მოჰამედ ელ მეჰდი ლილი, თურქი უბრაჰიმ თათაროღლუ, რუსი ტამერლან ბაშაევი და უზბეკი ალიშერ იუსუპოვი დაამარცხა. ფინალში გურამის მეტოქე სამხრეთკორეელი მიონიონ კიმი იქნება.

თუშიშვილმა კარიერაში მესამე მედალი გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონატებზე, რადგან 2018 წელს ოქრო, ხოლო 2022 წელს ბრინჯაო აქვს მოგებული.

ამავე წონაში საბა ინანეიშვილმა იასპარეზა, რომელმაც პირველ წრეში მონტენეგროელ ანტო დუბრეტას აჯობა, მაგრამ შემდეგ ჩეხ ლუკაშ კრპალეკთან დაპირისპირებისას მხარი ამოიგდო და ბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. შესაბამისად - უმედლოდ დარჩა.

ქალთა შორის +78 კგ წონით კატეგორიაში ბოსნიელ ლარისა სერიჩთან დამარცხდა მედლისთვის ვერ იბრძოლა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში ორი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შესაბამისად გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117291