ფეხბურთი

10:24 | 23.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ატალანტას“ თავდამსხმელმა ლუკმანმა გასპერინის საუკეთესო თვისება დაასახელა

„ატალანტას“ ნიგერიელმა თავდამსხმელმა ადემოლა ლუკმანმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ჯან პიერო გასპერინის საუკეთესო თვისებების შესახებ ისაუბრა.

„გასპერინის საუკეთესო თვისება? მისი დაუღალავი შრომისუნარიანობაა. ვარჯიშზე და ფეხბურთელებთან საუბარში ის მაშინვე ცხადყოფს რა სურს. მასთან ჩემმა პირველმა საუბრებმა საშუალება მომცა ფეხბურთისთვის სხვა კუთხით შემეხედა. ყველაფერი უფრო ადვილი გახდა. ეს დამეხმარა სწავლაში, სხვანაირად დავიწყე თამაში და ამისთვის ძალიან მადლობელი ვარ მისი“, - ციტირებს ლუკმანის სიტყვებს UEFA-ს ოფიციალური საიტი.

გუშინ, 22 მაისს, ევროპა ლიგის ფინალში „ატალანტა“ გერმანულ „ბაიერს“ შეხვდა და 3:0 დაამარცხა. ლუკმანმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.

0.11641