ფეხბურთი

19:05 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ავსტრიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე

ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ევრო 2024-ზე ვერ ითამაშებს დავიდ ალაბა, რომელიც ტრავმირებულია. ის არ არის გაფართოებულ, 29-კაციან შემადგენლობაში, მაგრამ მთელი მოსამზადებელი პერიოდი და ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში გუნდთან ერთად იქნება, როგორც „უთამაშებელი კაპიტანი“.

გუნდში ერთი დებიუტანტია - ტიერნო ბალო, რომელიც „ვოლფსბერგერში“ სანდრო ალთუნაშვილის თანაგუნდელია.

რალფ რანგნიკმა შემდეგი 29 ფეხბურთელი შეარჩია, ხოლო საბოლოო განაცხადს მოგვიანებით დაასახელებს:

მეკარეები: ნიკლას ჰედლი (რაპიდი), ტობიას ლავალი (ლასკი), ჰაინც ლინდნერი (სენ-ჟილი), პატრიკ პენტცი (ბრინდბიუ)

მცველები: ფლავიუს დანილიუკი (ზალცბურგი), კევინ დანსო (ლანსი), შტეფან ლაინერი გლადბახი), ფილიპ ლეინჰარტი (ფრაიბურგი), ფილიპ მვენე (მაინცი), შტეფან პოში (ბოლონია), ლეოპოლდ ქუერფელდი (რაპიდი), გერნო ტროინერი (ფეიენოორდი), მაქსიმილიან ვიობერი (გლადბახი)

ნახევარმცველები: ტიერნო ბალო (ვოლფსბერგერი), კრისტოფ ბაუმგარტნერი (ლაიფციგი), ფლორიან გრილიტში (ჰოფენჰაიმი), მარკო გრიული (რაპიდი), ფლორიან კაინცი (კიოლნი), კონრად ლაიმერი (ბაიერნი), ალექსანდერ პრასი (შტურმი), მარსელ ზაბიტცერი (დორტმუნდი), რომანო შმიდი (ვერდერი), მატიას სეიდლი (რაპიდი), ნიკოლას სეივალდი (ლაიფციგი), პატრიკ ვიმერი (ვოლფსბურგი)

თავდამსხმელები: მარკო არნაუტოვიჩი (ინტერი), მაქსიმილიან ენტრუპი (ჰარტბერგი), მიხაელ გრეგორიტში (ფრაიბურგი), ანდრეას ვაიმანი (ვესტ ბრომვიჩი)

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის, პოლონეთის და ნიდერლანდების ნაკრებებს შეხვდება, ხოლო იქამდე ამხანაგურ მატჩებს სერბეთისა და შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს.

0.118326