კარლო ანჩელოტის შვილი, დავიდე ანჩელოტი შესაძლოა, ფრანგული „რეიმსის“ მწვრთნელად დაინიშნოს.
როგორც L’Equipe იტყობინება, ახალგაზრდა სპეციალისტი „რეიმსის“ კანდიდატებს შორისაა, სადაც ვილ სტილთან დამშვიდობების შემდეგ ახალი სეზონისთვის მწვრთნელს ეძებენ.
დავიდე ანჩელოტის აქამდე მთავარ მწვრთნელად მუშაობის გამოცდილება არ აქვს, მაგრამ დიდი ხანია მამამისთან ერთად მუშაობს, რომლის სამწვრთნელო შტაბშია „რეალში“, ხოლო მანამდე „ევერტონში“ „ნაპოლისა“ და „ბაიერნშიც“ ასე იყო.