კალათბურთი

17:15 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

შენგელია: "ეს სერია რომ არ მოგვეგო, შვილები სახლში არ შემიშვებდნენ"

"ვირტუს ბოლონიას" კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ "ტორტონასთან" მოგებული სერიის (3:2) შემდეგ, მცირე კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა აღნიშნა, რომ მეტოქემ ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია.

"მინდა მეტოქეს კომპლიმენტები ვუთხრა, რადგან სერიის ყველა თამაშში ძალიან მაღალი დონე აჩვენეს. გადამწყვეტ შეხვედრამდე ჩემს შვილებთან რთული საუბარი მქონდა. შევთანხმდით, რომ უნდა გამოვფხიზლებულიყავით და სერია მოგვეგო. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახლში არ შემიშვებდნენ. ეს რა თქმა უნდა ხუმრობით.

გვინდოდა ჩვენი ქომაგებისთვის გამარჯვების სიხარული მიგვენიჭებინა. საკუთარ დარბაზში შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ახლა მომდევნო გამოწვევებისთვის მზად ვართ და გვინდა, რაც შეიძლება მაქსიმუმს მივაღწიოთ", - თქვა შენგელიამ.

გეტვით, რომ ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა, რა დროშიც 22 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მან 8-დან 5 ორქულიანი და 12-დან 12 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა. შენგელია ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი გახლდათ და მატჩის საუკეთესო კალათბურთელიც გახდა.

„ვირტუს ბოლონია“ ნახევარფინალურ სერიაში „ვენეციას“ დაუპირისპირდება, ხოლო მეორე წყვილში „ოლიმპია მილანო“ და „ბრეშა“ გაარკვევენ ფინალისტის ვინაობას.

0.117845