ფეხბურთი

11:09 | 22.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩინურმა კომპანია Suning-მა ვალების გამო "ინტერი" დაკარგა

„ინტერს“ მფლობელი შეეცვლა. იტალიურ კლუბს 2016 წლიდან ჩინური კომპანია Suning-ი ფლობდა, რომელსაც სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს.

აღნიშნულ კომპანიას 275 მილიონი ევროს სესხი აქვს ამერიკული კომპანია Oaktree-სგან, რომლის დაფარვის ბოლო ვადა 21 მაისი იყო, მაგრამ მათ ვალი ვერ გაისტუმრეს, ამიტომაც, სტივენ ჟანგს კლუბის დათმობა და ამერიკელებისთვის გადაცემა იძულებით მოუწია.

„ინტერი“ პირველად მოხვდა ამერიკელების მფლობელობის ქვეშ, თუმცა, ეს შეიძლება დროებითი იყოს, რადგან Oaktree ეცდება მოძებნოს ახალი ინვესტორი, რომელსაც იტალიურ კლუბს მიჰყიდის. თუმცა, არაა გამორიცხული მხარეებს შორის სამართლებრივი დაა დაიწყოს.

ჩინური კომპანია „ინტერს“ 2016 წლიდან ფლობდა და მას შემდეგ ორჯერ მოიგო სკუდეტო, ორჯერ იტალიის თასი და სამჯერ იტალიის თასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის ფინალში გავიდა.

თეგებიინტერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100494