საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ფრანგული კლუბების ყურადღების ქვეშაა.
გამოცემა Le10sport იტყობინება, რომ ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ინტერესი „ლიონმა“ და „ლილმა“ გამოიჩინეს. „ლიონი“ გიორგისთვის განსაკუთრებული კლუბია, რადგან ფეხბურთის თამაში „ლომების“ აკადემიაში დაიწყო.
წყაროს თანახმად, მიქაუტაძეს „აიაქსში“ დაბრუნების ვარიანტი არც კი აინტერესებს, მიუხედავად იმისა, რომ ნიდერლანდებთან კონტრაქტი აკავშირებს. ამჟამად, ქართველი ფეხბურთელი ლიგა 1-ის პლეი-ოფზეა კონცენტრირებული, რათა კლუბს უმაღლეს დივიზიონში დარჩენაში დაეხმაროს.
„მეცი“ ლიგა 1-ში თუ დარჩება, შეძლებს „აიაქსიდან“ ქართველი ფეხბურთელის გამოსყიდვას, რომლის ღირებულება 13 მილიონი ევროა, ხოლო შემდეგ უკვე 20-25 მილიონ ევროდ ეცდება ის სხვა კლუბში გაყიდოს, რითაც „მეცი“ ფინანსურ მოგებას ნახავს. მოგეხსენებათ, 23 წლის შემტევი შარშან „აიაქსს“ 16 მილიონად დაუთმო.
გარდა ამისა, Le10sport-ი წერს, რომ „ლიონის“ და „ლილის“ ინტერესი უკვე დადასტურებულია, მაგრამ ჩასაფრებულია „მონაკოც“ და არ არის გამორიცხული გიორგის ტრანსფერისთვის ბრძოლაში მონეგასკებიც ჩაერთონ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. მიუხედავად იმისა, რომ ის ნახევარი სეზონი სხვა ლიგაში თამაშობდა, ბომბარდირებში მაინც მოახერხა მეშვიდე ადგილის დაკავება. „მეცი“ 30 მაისს და 2 ივნისს, ლიგა 1-ში დასარჩენად პლეი-ოფში ითამაშებს.