ფეხბურთი

19:50 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" მწვრთნელად შეიძლება ვინსენ კომპანი დაინიშნოს

მიუნხენის „ბაიერნი“ მწვრთნელს ისევ ეძებს და ბოლო ცნობებით, შეიძლება ვინსენ კომპანი დანიშნონ.

როგორც Sky Germany იტყობინება, ბელგიელ სპეციალისტთან კონტაქტი უკვე შედგა და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია, რომ თომას ტუხელი შეცვალოს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, გარდა იმისა, რომ "რეკორდმაისტერის" შეფები მასში დიდ პოტენციალს ხედავენ და დიდი შანსია, რომ სწორედ მას მიანდონ გუნდის მწვრთნელობა.

„ბაიერნს“ ჩაბი ალონსომ, იულიან ნაგელსმანმა და რალფ რანგნიკმა უთხრეს უარი, შემდეგ ტუხელმაც უარი თქვა გუნდში დარჩენაზე, შესაბამისად, ბავარიელებმა ახალი მწვრთნელი ამ დრომდე ვერ იპოვეს.

ვინსან კომპანიმ სამწვრთნელო კარიერა „ანდერლეხტში“ დაიწყო, ხოლო 2022 წლიდან „ბარნლის“ ავარჯიშებს, რომელიც გასულ წელს ჩემპიონშიფიდან პრემიერლიგაში გადაიყვანა, მაგრამ წელს ისევ ჩემპიონშიფში გავარდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117777