ევროპის ჩემპიონატისთვის სლოვენიის ნაკრების შემადგენლობაც ცნობილი გახდა, ოღონდ გაფართოებული, რომელშიც 30 ფეხბურთელია.
სლოვენია მზადებას 29 მაისს დაიწყებს და ამის შემდეგ მატიაშ კეკი მიიღებს გადაწყვეტილებას საბოლოო განაცხადის შესახებ, რომლის უეფაში წარდგენის ბოლო ვადა 7 ივნისია.
სლოვენიის ნაკრებში 2021 წლის შემდეგ პირველადაა მიწვეული იოსიპ ილიჩიჩი. 36 წლის შემტევი ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა და დიდი შანსია ევრო 2024-ზეც ითამაშოს. სლოვენიელთა მთავარი ძალა იან ობლაკი, ბენჟამინ შეშკო და ანდრაჟ შპორარი არიან.
კეკის მიერ შერჩეული 30 ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთია:
მეკარეები: იან ობლაკი (ატლეტიკო), ვიდ ბელეკი (აპოელ), იგორ ვეკიჩი (ვეილე), მატეშ ვიდოვშეკი (ოლიმპია)
მცველები: იურე ბალკოვეჩი (ალანიასპორი), იაკა ბიოლი (უდინეზე), მიჰა ბლაჟიჩი (ლეხი), დავიდ ბრეკალო (ორლანდო სიტი), ვანია დრკუშიჩი (სოჭი), ერიკ იანჟა (გურნიკი), ჟან კარნიჩნიკი (ცელიე), პეტარ სტოიანოვიჩი (სამპდორია), ჟან ზალეტელი (ვიბორგი)
ნახევარმცველები: ტიმი მაკს ელშნიკი (ოლიმპია), ადამ გნეზდა-ჩერინი (პანათინაიკოსი), იონ გორენც სტანკოვიჩი (შტურმი), ტომი ჰორვატი (შტურმი), იასმინ კურტიჩი (სუდტიროლი), სანდი ლოვრიჩი (უდინეზე), ბენჟამინ ვერბიჩი (პანათინაიკოსი), მიჰა ზაიჩი (ფენერბაჰჩე), ადრიან ზელიკოვიჩი (სპარტაკ ტრნავა), ნინო ჟუგელი (ბოდო გლიმტი)
თავდამსხმელები: ჟან ჩელარი (ლუგანო), იოსიპ ილიჩიჩი (მარიბორი), იან მლაკარი (პიზა), ბენჟამინ შეშკო (ლაიპციგი), ანდრაჟ შპორარი (პანათინაიკოსი), ჟან ვიპოტნიკი (ბორდო), ლუკა ზაჰოვიჩი (პოგონი)
შეგახსენებთ, რომ სლოვენია, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე 2000 წლის შემდეგ მეორედ ითამაშებს, ჯგუფში დანიის, სერბეთისა და ინგლისის ნაკრებებს შეხვდება, ხოლო მანამდე ამხანაგური შეხვედრები აქვს დაგეგმილი სომხეთისა და ბულგარეთის ნაკრებებთან.