ძიუდო

16:12 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა

აბუ დაბიში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის წარმატებით მიმდინარეობს - ტატო გრიგალაშვილი ფინალშია, ხოლო დიმიტრი გოჩილაიძეს ერთი მოგება აშორებს ფინალამდე.

81 კგ წონით კატეგორიაში გრიგალაშვილმა ფინალამდე გერმანელი ტიმო კაველიუსი, თურქი ვედათ ალბაირაქი, ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი და სამხრეთკორეელი ჯოონვან ლი დაამარცხა. ფინალში მისი მეტოქე რუსი ტიმურ არბუზოვი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ტატო ზედიზედ მეოთხედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში: 2021 წელს ის ვერცხლს დასჯერდა, მაგრამ 2022 და 2023 წლებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოახერხა, ასე რომ, ზედიზედ მესამედ ოქროს მედალთან ერთ ნაბიჯშია.

ამავე წონაში გოჩილაიძემ მოლდოველ მიჰაილ ლატისევს, რუმინელ ადრიან ლუსცას, იტალიელ ანტონიო ესპოზიტოს და ავსტრიელ ბერნდ ფაშინგს აჯობა, თუმცა ნახევარფინალში რუს ტიმურ არბუზოვთან წააგო. შესაბამისად, ქართულ ფინალამდე ძალიან ცოტა დააკლდა. გოჩილაიძე ბრინჯაოს მედლისთვის ტაჯიკ სომონ მახმადბეკოვს შეხვდება.

ქალთა შორის, 63 კგ წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილმა პირველ წრეში ფილიპინელი კიომი ვატანაბე დაამარცხა, მაგრამ მეორე წრეში სლოვენიელ ანდრეა ლესკისთან წააგო და ასპარეზობა დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების აქტივში თითო ოქრო-ბრინჯაოს მედალია, რომლებიც შესაბამისად გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.136703