ფეხბურთი

12:52 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ასტონ ვილა“ ნახევარმცველ როს ბარკლის კონტრაქტს უფორმებს

„ასტონ ვილამ“ „ლუთონ თაუნის“ ნახევარმცველ როს ბარკლისთან, კონტრაქტის პირობები შეათანხმა - წერს The Guardian.

წყაროს თანახმად, ბარკლის მოკრძალებული საფასურით შეძენა დაბალი რისკის მქონე გარიგებას წარმოადგენდა კლუბისთვის, ისევე როგორც მაშინ, როდესაც „ვილამ“ ხელშეკრულება გააფორმა იური ტილემანსთან „ლესტერში“ მისი კონტრაქტის დასრულების შემდეგ.

კლუბს სურს გააძლიეროს გუნდი 1982/1983 წლების სეზონის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში პირველად მონაწილეობის მისაღებად, მას სჭირდება ორი ნახევარმცველი, მცველი და თავდამსხმელი. „ვილა“ ასევე არის იმ კლუბებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან „ჩელსიდან“ კონორ გალახერის შეძენით.

მიმდინარე სეზონში ბარკლიმ 37 მატჩი ჩაატარა, 5 ბურთი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

30 წლის ფეხბურთელი „ლუთონში“ „ნიცადან“ 2023 წელს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

0.11283