11:09 | 21.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

Marca: ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალის“ კარს კურტუა დაიცავს

ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა Marca-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ მადრიდის „რეალში" მეკარეების საკითხზე დაწერა.

წყარო იუწყება, რომ ლა ლიგის ბოლო ტურში „ბეტისთან“ (25 მაისი) და ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ (1 ივნისი) მადრიდის „რეალის“ კარში ბელგიელი ტიბო კურტუა დადგება.

„რეალის" უკრაინელი მეკარე ანდრეი ლუნინი, ისევე როგორც ესპანელი კეპა არისაბალაგა, სეზონის ბოლო მატჩებში არ ითამაშებენ. აღსანიშნავია, რომ „ვილიარეალთან“ მატჩში (4:4), ლუნინმა, მიუხედავად იმისა, რომ ოთხი გოლი გაუშვა, კარგი თამაში აჩვენა, მაგრამ ეს არ იმოქმედებს კარლო ანჩელოტის გადაწყვეტილებაზე.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი 1 ივნისს გაიმართება „უემბლის“ სტადიონზე და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.101108