ლევერკუზენის „ბაიერის“ ნახევარმცველი ფლორიან ვირტცი გერმანიის ბუნდესლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ინფორმაცია ბუნდესლიგის ვებგვერდმა გაავრცელა. ვირტცმა დიდებული სეზონი ჩაატარა, ბუნდესლიგაში გამართულ 32 მატჩში 11 გოლით და 11 საგოლე პასით გამოირჩა, რითაც „ვერცხლის სინის“ მოგებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა.
გარდა ამისა, ცნობილია სეზონის სიმბოლურ ნაკრებიც, რომელშიც „ლევერკუზენის“ ფეხბურთელების დომინაციაა, რაც ლოგიკურია.
მეკარე: გრეგორი კობელი (დორტმუნდი)
მცველები: ჯერემი ფრიმპონგი (ლევერკუზენი), ჯონათან ტაა (ლევერკუზენი), ვალდერმარ ანტონი (შტუტგარტი), ალეხანდრო გრიმალდო (ლევერკუზენი)
ნახევარმცველები: ჯამალ მუსიალა (ბაიერნი), გრანიტ ჯაკა (ლევერკუზენი), ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი)
თავდამსხმელები: სერჰუ გირასი (შტუტგარტი), ჰარი კეინი (ბაიერნი), ვიქტორ ბონიფასი (ლევერკუზენი)