ფეხბურთი

15:45 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "პლეი-ოფში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ლიგა 1-ში დავრჩეთ"

„მეცის“ თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ „პარი სენ-ჟერმენთან“ მატჩის (0:2) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, პლეი-ოფში ყველაფერს გააკეთებენ, რომ ლიგა 1-ში ადგილი შეინარჩუნონ.

„ორი გოლის გაშვების შემდეგ თამაშის ჩაკეტვა მოგვიწია და ეს გავაკეთეთ. როდესაც გასახდელიდან მეორე ტაიმში მოედანზე დავბრუნდით, მუშაობა გავაგრძელეთ, ერთმანეთისთვის. ვიცოდით, რომ „ლორიანმა“ „კლერმონს“ 5 გოლი გაუტანა. ახლა წინ პლეი-ოფი გვაქვს და უნდა ვიბრძოლოთ, ყველაფერს გავაკეთებთ ლიგა 1-ში დარჩენისთვის“, - თქვა მიქაუტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის სეზონი 20 მატჩში გატანილი 13 გოლით და 4 საგოლე პასით დაასრულა, რითაც ბომბარდირებში მე-7 ადგილზე გავიდა, რაც იმის გათვალისწინებით, რომ 6 თვე „აიაქსში“ გაატარა, შესანიშნავი შედეგია.

„მეცი“ პლეი-ოფში 30 ივნისს და 2 მაისს ითამაშებს ორმატჩიან დაპირისპირებაში, მისი მეტოქე კი, „სენტ ეტიენს“, „როდეზსა“ და „პარიზს“ შორის გამოვლინდება.

სხვათა შორის, დღეს არის ნახევარფინალი „როდეზსა“ და „პარიზს“ შორის, გამარჯვებული „სენტ ეტიენს“ შეხვდება, ხოლო იქ მოგებული უკვე „მეცის“ მეტოქე იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111007