ფეხბურთი

11:42 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მინუს ერთი და პლუს ოთხი: კოპა ამერიკისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა განახლდა

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა კოპა ამერიკისთვის განახლდა. დორივალ ჟუნიორმა 23-კაციანი შემადგენლობა 10 მაისს დაასახელა, თუმცა კონმებოლმა ამის შემდეგ გამოაცხადა, რომ გუნდებს 26-კაციანი განაცხადის უფლება დართო, შედეგად, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელს შემადგენლობაში 3 ფეხბურთელის დამატება მოუწია.

მან ნაკრებში გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი), ედერსონი (ატალანტა) და პეპე (პორტუ) გამოიძახა, რომლებიც თავდაპირველ 23-კაციან განაცხადში არ იყვნენ.

გარდა ამისა, კოპა ამერიკას გამოტოვებს „მანჩესტერ სიტის“ მეკარე ედერსონი, რომელიც ტრავმირებულია, ხოლო მის ნაცვლად განაცხადში „სან პაულუს“ კარის დარაჯი რაფაელი შეიყვანეს.

დორივალ ჟუნიორმა არჩევანი შემდეგ 26 ფეხბურთელზე შეაჩერა:

მეკარეები: ალისონი (ლივერპული), ბენტო (ატლეტიკო პარანაენსე), რაფაელი (სან პაულუ)

მცველები: დანილო (იუვენტუსი), იან კოუტუ (ჟირონა), გილერმე არანა (ატლეტიკო მინეირო), ვენდელი (პორტუ), ლუკას ბერალდო (პსჟ), ედერ მილიტაო (რეალი), გაბრიელ მაგალაეში (არსენალი), მარკინიოსი (პსჟ), გლეისონ ბრემერი (იუვენტუსი)

ნახევარმცველები: ანდრეს პერეირა (ფულემი), ბრუნო გიმარაეში (ნიუკასლი), დუგლას ლუისი (ასტონ ვილა), ჟოაო გომესი (ვულვზი), ლუკას პაკეტა (ვესტ ჰემი), ედერსონი (ატალანტა), პეპე (პორტუ)

თავდამსხმელები: ენდრიკი (პალმეირასი), ევანილსონი (პორტუ), გაბრიელ მარტინელი (არსენალი), რაფინია (ბარსელონა), როდრიგო (რეალი), სავინიო (ჟირონა), ვინისიუსი (რეალი)

კოპა ამერიკა აშშ-ში გაიმართება და 20 ივნისს დაიწყება, ხოლო ბრაზილიის ნაკრები ჯგუფში კოლუმბიის, კოსტა რიკისა და პარაგვაის ნაკრებებს შეხვდება.

0.124129