ფეხბურთი

0:00 | 20.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

სორლოთმა "რეალს" 4 გოლი გაუტანა (+VIDEO)
"ვილიარეალი" - "რეალი" 4:4

ლა ლიგის 37-ე ტურში მადრიდის „რეალი“ „ვილიარეალს“ ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ ეს მატჩი პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მაინც უაღრესად საინტერესო გამოდგა.

პირველ ტაიმში არდა გიულერმა დუბლი შეასრულა, რასაც ხოსელუმ და ლუკას ვასკესმა დაუმატეს თითო გოლი. მასპინძლებმა ამას ალექსანდერ სორლოთის გოლით უპასუხეს. თუმცა, მეორე ნახევარში კარლო ანჩელოტის გუნდმა დიდი უპირატესობა ხელიდან გაუშვა.

თანაც, ეს ყველაფერი 8-წუთიან ინტერვალში და „ვილიარეალმა“ 1:4-დან ანგარიში 4:4 გახადა. პოკერით გამოირჩა სორლოთი. სწორედ ნორვეგიელმა გაუტანა „სამეფო კლუბს“ ყველა გოლი.

სორლოთი ამ გოლებით ბომბარდირთა დავაში 23 გოლით დაწინაურდა და ბოლო ტურის წინ არტიომ დოვბიკს 2 გოლით უსწრებს.

„რეალი“ ჩემპიონია, „ვილიარეალი“ კი, სეზონს მერვე ადგილზე დაასრულებს. ბოლო ტურში „რეალი“ „ბეტისს“, ხოლო „ვილიარეალი“ „ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125065