ფეხბურთი

11:05 | 19.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონაში" ჩავი შეიძლება ქალთა გუნდის 32 წლის მწვრთნელმა შეცვალოს

„ბარსელონაში“ ჯერ კიდევ გაურკვეველია ჩავის მომავალი, რომლის გათავისუფლებაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ.

ესპანური მედიის ცნობით კი, არაა გამორიცხული ჩავი 32 წლის მწვრთნელად, ჯონათან ხირალდესმა შეცვალოს, რომელიც „ბარსას“ ქალთა გუნდში მუშაობს 2021 წლიდან.

ხირალდესს „ბარსელონაში“ შესანიშნავი შედეგები აქვს, ზედიზედ სამჯერ მოაგებინა ესპანეთის ჩემპიონატი, გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგაც, რომლის ზედიზედ მეორედ მოგებასთან ახლოსა, რადგან „ბარსა“ 25 მაისს, ფინალში „ლიონს“ შეხვდება.

მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა, მოულოდნელობა იქნება, „ბარსელონაში“ ქალთა გუნდის მწვრთნელის გამოჩენა, თანაც სულ რაღაც 32 წლის ასაკში.

მოგეხსენებათ, ჩავის დარჩენის შესახებ კლუბმა რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა, მაგრამ ბოლო დღეებში სიტუაცია შეიცვალა, რადგან ჟოან ლაპორტა ჩავის განცხადებებით უკმაყოფილოა და კლუბის მის გათავისუფლებას სერიოზულად განიხილავს.

0.112075