ფეხბურთი

23:48 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

მარკო როისი „ბორუსიის“ გულშემატკივრებს ლუდით გაუმასპინძლდა

დორტმუნდის „ბორუსიის“ თავდამსხმელი მარკო როისი დორტმუნდის გულშემატკივრებს გერმანიის ბუნდესლიგის 2023/2024 წლების სეზონის ბოლო, 34-ე ტურის მატჩის შემდეგ „დარმშტადტთან“ (4:0), დაემშვიდობა, იუწყება BundesLeague Insider სოციალურ ქსელში.

როგორც წყარო აღნიშნავს, გერმანელი ფეხბურთელი ადგილობრივ ბარში ყველა სტუმარს უფასო ლუდით გაუმასპინძლდა და გამოსამშვიდობებელი წერილი დაუტოვა.

„Მადლობა ყველას! გამოსამშვიდობებელი ლუდი ჩემზეა. თქვენი მარკო“, - წერია ჩანაწერზე, რომელიც როისმა თითქოს ბარში დატოვა.

34 წლის როისი „ბორუსიას" ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ის „ბორუსიაში" 2012 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში გამოცდილმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 41 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112726