ფეხბურთი

16:07 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ფილ ფოდენი პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ინგლისის პრემიერლიგის 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი ფილ ფოდენი დასახელდა. ის უშუალოდ პრემიერლიგამ გამოარჩია და ეს ჯილდო პირველად მიიღო.

ფოდენმა ერლინგ ჰოლანდს, ალექსანდერ ისაკს, მარტინ ედეგორს, დეკლან რაისს, კოულ პალმერს, ვირჯილ ვან დეიკსა და ოლი უოტკინსს აჯობა. ჯერ კიდევ მიმდინარე პრემიერლიგის სეზონში ფოდენმა 34 მატჩში 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.

ზედიზედ 5 სეზონია საუკეთესო ფეხბურთელი „მანჩესტერ სიტის“ წევრი ხდება, მანამდე ეს ჯილდო ერლინგ ჰოლანდმა, კევინ დე ბრუინმა (ორჯერ) და რუბენ დიაშმა მოიგეს.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად „ჩელსის“ შემტევი კოულ პალმერი დასახელდა, რომელმაც 33 მატჩში 22 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117582