ფეხბურთი

11:04 | 18.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ფიორენტინას" მეკარე: "კვარაცხელია შექებას იმსახურებს, ჩემპიონები ასეთები არიან"

„ფიორენტინას“ მეკარე პიეტრო ტერაჩანომ „ნაპოლისთან“ მატჩის (2:2) ხვიჩა კვარაცხელიას გოლზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ჩემპიონები ასეთები არიან და ის უბრალოდ შექებას იმსახურებს.

„შეიძლებოდა კვარაცხელიას ჯარიმის აღება? უბრალოდ უნდა შევაქოთ, ჩემპიონები ასეთები არიან. ვიცოდით, რომ „ნაპოლისთან“ გამარჯვება რთული იქნებოდა, რადგან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენთვის ეს თამაშიც კარგია, იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის დასკვნით ნაწილში ვართ“, - თქვა ტერაჩანომ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 44 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი, შვიდჯერ საგოლე პასი გააკეთა და სამჯერ პენალტი მოიპოვა. კონკრეტულად სერია A-ში კი - 33 მატჩი, 11 გოლი, 6 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი.

„ნაპოლი“ 37 ტურის შემდეგ 52 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო სეზონის ბოლო მატჩს 26 მაისს, საკუთარ მოედანზე „ლეჩეს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119735