ფეხბურთი

16:30 | 17.05.2024 | ნანახია [] - ჯერ

ვინ იქნება "ბაიერნის" მწვრთნელი? მიუნხენელებს ჯერჯერობით ყველამ უარი უთხრა

„ბაიერნში“ მწვრთნელის ძიებას აგრძელებენ, რადგან თომას ტუხელმაც უარი თქვა დარჩენაზე.

ტუხელამდე „ბაიერნი“ უარით ჩაბი ალონსომ, იულიან ნაგელსმანმა და რალფ რანგნიკმა გაისტუმრეს. როგორც გერმანული მედია წერს, ახლა სამი კანდიდატია: რობერტ დე ძერბი, ჰანსი ფლიკი და ჩავი.

დე ძერბი მიუნხენელთა ფავორიტია, მაგრამ მას „ბრაიტონთან“ კონტრაქტი აკავშირებს და შესაბამისად, გერმანელებს 12 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ კომპენსაციის სახით.

ჰანსი ფლიკის დაბრუნების ვარიანტიც არსებობს, რომელიც ამჟამად უმუშევარია, ხოლო ჩავის გვარმა ბოლო დროს გაიჟღერა, მას მერე, რაც „ბარსელონადან“ მის გათავისუფლებაზე საუბარი დაიწყო.

ჯერჯერობით, „ბაიერნში“ გადაწყვეტილება არ მიუღიათ, ფაქტი კი ისაა, რომ გერმანულ გრანდს უჩვეულოდ გაუჭირდა მწვრთნელის მოძებნა.

0.118972